სხვადასხვა

 2019/15/08 22:56

სხვადასხვა
ფელიქს ვისენტე: დინამო არასდროს ყოფილა მხოლოდ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის დინამო როტერდამის ფეინოორდთან ფრეს დასჯერდა, თუმცა, წინა მატჩი 0:4 ჰქონდა წაგებული და ასპარეზობას გამოეთიშა. მატჩის დასრულების შემდეგ, თბილისის დინამოს მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს ვისენტემ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

– ჩვენთვის მთავარი გუნდური თამაშია. ლევან შენგელია, რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერია, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თბილისის დინამო მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. დინამო გუნდური ერთობაა. 

დატოვებს თუ არა შენგელია დინამოს, ეს მისი და კლუბის ხელმძღვანელების გადასაწყვეტია. ის გუნდის ლიდერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დინამო ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული  არასდროს ყოფილა. 

მთლიანობაში, გასული ევროსარბიელით კმაყოფილი ვარ. გაბალასა და ენგორდანის წინააღმდეგ, კარგი თამაში ვაჩვენეთ. ფეინოორდი ძალიან ძლიერი გუნდია და სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებამაც იქონია შედეგზე გავლენა. 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები