სხვადასხვა

 2019/08/08 03:03

სხვადასხვა
ფეინოორდმა რომადან მცველი დაიბრუნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, თბილისის დინამოსთან თამაშამდე, როტერდამის ფეინოორდმა მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ჰოლანდიელებმა რიკ კარსდორფი რომადან განათხოვრების წესით დაიმატეს.

24 წლის მარჯვენა მცველმა ფეინოორდი 2017 წელს დატოვა და იტალიაში გადაბარგდა. ალესანდრო ფლორენცისთან კონკურენციამ და სათამაშო დროის ნაკლებობამ ყოფილ გუნდში დაბრუნებისკენ უბიძგა. ჰოლანდიელმა ფეინოორდის ძირითად გუნდში 3 სეზონი გაატარა და 102 შეხვედრაში 1 გოლიც გაიტანა.

ფეინოორდისა და დინამოს დაპირისპირება დღეს, 21:30 საათზე „დე კუიპზე“ გაიმართება და მას უკრაინელი არბიტრი, სერჰი ბოიკო განსჯის. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები