ეროვნული ლიგა

 2019/04/08 22:57

ეროვნული ლიგა
ფეინოორდთან მატჩის წინ, დინამომ ლოკომოტივი გაანადგურა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

თბილისის დინამომ ფეიონორდთან მატჩამდე, თბილისურ დერბიში, ლოკომოტივი გაანადგურა.  ჩისკო მუნიოსის გუნდმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანა და აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა. 

დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ნიკა ნინუას თამაში უნდა გამოვყოთ, რომელიც საჯარიმო დარტყმებს პენალტივით ასრულებდა. ახალგაზრდა საყრდენმა ორი ჯარიმა გაუტანა დემეტრე ბულისკერიას. თითოჯერ გაიტანეს ლევან კუტალიამ, ნოდარ ქავთარაძემ, აკაკი შულაიამ და კვამე კარიკარიმ. 

ყველა ტურნირზე დინამოს მოგებთა სერია უკვე 12 მატჩს აღწევს. ლოკომოტივმა კი, 15 მაისს თბილისის დინამოსთან დაწყებული 10-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 

პარალელურ შეხვედრაში ბათუმის დინამო და გორის დილა უგოლო ფრეს დასჯერდნენ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები