ჩოგბურთი

 2019/06/02 21:29

ჩოგბურთი
ფედერაციის თასი მარცხით დავიწყეთ
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ქალთა შორის, ფედერაციის თასის ჯგუფური ეტაპი დაიწყო. საქართველო ევროპა/აფრიკის ზონის B2 ჯგუფში სერბეთთან, ხორვატიასთან და თურქეთთან ერთადაა.

ჩვენი ნაკრების რიგებში ეკატერინე გორგოძე, მარიამ ბოლქვაძე და ოქსანა კალაშნიკოვა არიან.

პირველ შეხვედრაში მარიამ ბოლქვაძე ივანა იოროვიჩს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა – 3:6, 1:6.

ვერც გორგოძემ იმარჯვა, ვისი მეტოქეც ოლგა დანილოვიჩი იყო. სერბმა ჩოგბურთელმა 7:5, 6:3 მოიგო.

ბოლოს, ერთმანეთში წყვილებმა ითამაშეს, სადაც პრესტიჟის შეხვედრა მოვიგეთ. მარიამ ბოლქვაძისა და ოქსანა კალაშნიკოვას დუეტი ზემოთ ხსენებულ იოროვიჩი-დანილოვიჩის წყვილს შეხვდა და 6:3, 7:5 დაამარცხა.

პარალელურად, ხორვატიამ თურქეთს ამავე ანგარიშით, 2:1 სძლია.

ჩვენებურების მორიგი მეტოქე სწორედ ხორვატია იქნება, რომელთა რიგებშიც 25-ე ჩოგანი დონა ვეკიჩი, ანა კონიუჰი, დარია იურაკი და იანა ფეტი არიან. 

ქართულ-ხორვატული დაპირისპირება 7 თებერვალს იქნება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები