ლეგიონერები

 2018/01/11 14:16

ლეგიონერები
ფაჩულიას 9 ქულა და მარცხი ბრუკლინში
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსმა მორიგი მარცხი განიცადა. ბრუკლინთან სტუმრობისას, თამაშის ბედი ოვერტაიმმა გადაწყვიტა. იმის მიუხედავად, რომ პისტონსი სამი ქულით იგებდა, ნეთსმა თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც გამარჯვებას მიაღწია – 120:119.

ზაზა ფაჩულიამ პარკეტზე 12'45 წუთი გაატარა, რა დროშიც – 9 ქულა, 3 პასი და 1 ბლოკი მიითვალა. მან სამივე საშუალო და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. 

პისტონსის მორიგი მეტოქე სევენთი სიქსერსი იქნება. შეხვედრა 3 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები