ლეგიონერები

 2018/06/12 15:12

ლეგიონერები
ფაჩულიას 8 ქულა და მარცხი ბაქსთან
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ზაზა ფაჩულიას დეტროიტ პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტს, მილუოკი ბაქსს ესტუმრა. შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 115:92.

ზაზა ფაჩულიას 18 წუთი დაეთმო, რა დროშიც, 8 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მოუგროვდა. მან 3-დან 2 საშუალო და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.

საუკეთესო, 31 ქულით, ბლეიკ გრიფინი იყო. მასპინძლებს კი, 27 ქულით, ერიკ ბლედსოუმ ულიდერა.

დეტროიტ პისტონსის მორიგი მეტოქე ფილადელფია სევენთი სიქსერსი იქნება. შეხვედრა 8 დეკემბერს, 04:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები