ლეგიონერები

 2018/01/12 15:14

ლეგიონერები
ფაჩულიამ სათამაშო დრო გაიუმჯობესა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დეტროიტ პისტონსმა ჩიკაგო ბულსი მიიღო და მეტოქე 107:88 დაამარცხა, რითაც ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ზაზას სარეკორდო დრო დაეთმო. აქამდე მისი მაქსიმუმი 17 წუთი იყო. დღეს პარკეტზე 18'04 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 2-დან 1 საშუალო და ორივე საჯარიმო გამოიყენა.

12 მოგებითა და 7 მარცხით პისტონსი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. ასევე მის წინამოორბედ ფილადელფია სევენთი სიქსერსს 5-ით მეტი მატჩი აქვს ჩატარებული – 16 მოგება, 8 მარცხი. მორიგ ტურში ზაზას ყოფილი გუნდის მასპინძლობა მოუწევს. პისტონსისა და უორიორსის შეხვედრა 2 დეკემბერს, 04:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები