ინგლისი

 2018/17/10 22:35

ინგლისი
ევროპული გრანდები, აზია და ნაკრებები: სად წავა არსენ ვენგერი?
ავტორი
გოგა წურწუმია

არსენალის დატოვების შემდეგ, ლეგენდარული სპეციალისტი, არსენ ვენგერი, უგუნდოდ დარჩა. მისი თქმით, უკვე 6 თვე გავიდა და მზად არის, სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. 

ფრანგი დამრიგებელი ამბობს, რომ შეთავაზებები ევროპული გრანდებისგან, ნაკრებებისგან და აზიური კლუბებისგან აქვს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უჭირს. ვენგერმა ბაიერნის ვარიანტიც განიხილა და აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერში“ მუშაობის შანსი ამ ეტაპზე არა აქვს. 

გერმანული ჟურნალები კი, არსენის ბაიერნში დანიშვნას წინასწარმეტყველებენ, სადაც ის ნიკო კოვაჩს შეცვლის. ცნობისთვის, ხორვატმა მწვრთნელმა იმედები ვერ გაამართლა და ბუნდესლიგის ლიდერი კრიზისიდან ვერ ამოიყვანა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები