ნაკრებები

 2019/12/06 00:56

ნაკრებები
ევროპის შესარჩევს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ივნისის სესიის შეხვედრები დასრულდა და გუნდები სექტემბრამდე დაისვენებენ. უკანასკნელ სათამაშო დღეს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია.

ბევრისგან მოულოდნელად, სომხეთის ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთი სტუმრად დაამარცხა. ანგელოს ანასტასიადისის შეგირდები თავიდანვე მდევრის როლში იყვნენ. კარაპეტიანმა და ღაზარიანმა სტუმრებს ტაიმი 2:0 მოაგებინეს. ზეცამ სხვაობა 54-ე წუთზე შეამცირა, თუმცა, ბარსეღიანმა სტატუს-კვო აღადგინა. 87-ე წუთზე ფორტუნისმა ჩამორჩენა ისევ შეამცირა, მაგრამ ბერძნებმა მეტი გოლი ვერ გაიტანეს და მოულოდნელად დამარცხდნენ – 2:3. 

ევროპის წამყვანმა კლუბებმა საკუთარი შეხვედრები უმარტივესად მოიგეს. გერმანიამ შინ ესტონეთი 8:0 გაანადგურა. ამასთან, თამაშგარის გამო, მასპინძლებს ორი გოლი არ ჩაუთვალეს. საფრანგეთმა ანდორას სტუმრად 4:0 სძლია, ხოლო შინ ბელგიამ შოტლანდია 3:0 დაამარცხა.

სათამაშო დღის ორ ცენტრალურ შეხვედრაში დიდი ბრძოლა გაჩაღდა. იტალიამ ბოსნია მიიღო და 2:1 დაამარცხა. სტუმრებმა ტაიმი ჯეკოს გოლით მოიგეს, მაგრამ იტალიამ მეორე ნახევარში ჯერ ინსინიეს ულამაზესი გოლით გაათანაბრა, ხოლო მატჩის მიწურულს, ვერატის ეფექტური გოლით მოიგო. მსგავსი ანგარიში ისლანდიისა და თურქეთის შეხვედრაშიც დაფიქსირდა. ისლანდიამ რაგნარ სიგურდსონის დუბლით უპირატესობა მოიპოვა, რასაც ტოკოზმა უპასუხა, რითაც ტაიმის და როგორც ბოლოს გაირკვა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:2.

დარჩენილი შეხვედრების შედეგები შემდეგნაირია:

ყაზახეთი-სან მარინო 4:0;

აზერბაიჯანი-სლოვაკეთი 1:5;

ალბანეთი-მოლდოვა 2:0;

ბელარუსი-ჩრდ. ირლანდია 0:1;

უნგრეთი-უელსი 1:0;

ლიხტენშტეინი-ფინეთი 0:2;

რუსეთი-კვიპროსი 1:0. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები