თავისუფალი

 2018/09/06 15:28

თავისუფალი
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში სამი ქართველია!
ავტორი
ნინო ახობაძე

სტამბულში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სამი ქართველი ნახევარფინალში გავიდა. თეიმურაზ ვანიშვილის (61 კგ.) შემდეგი მეტოქე რუსი, მაგომედრასულ იდრისოვი იქნება.  ნახევრაფინალამდე მან ბულგარელი ბაირამ შაბანი და სომეხი ვაგინკ მატევოსიანი დაამარცხა.

ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) რუს ზაურბეკ სიდაკოვს დაუპირისპირდება. კენჭაძემ დღეს, თურქ მუჰამედ აკდენიზს და უკრაინელ ვასილ მიხაილოვს სძლია. ნახევრაფინალში  შვეიცარიელ სამუელ შერერს შეხვდება ირაკლი მწითური (92 კგ.). ამ უკანასკნელმა ნახევრფინალამდე  ორი მეტოქე, ბელარუსელი ალექს რუბიანოვი და თურქი სემი იაზიჩი წარმატებით ჩამოიშორა.

სამწუხაროდ, მეოთხედფინალური შეხვედრები დათმეს, საბა ჩიხრაძემ (86 კგ.) და როლან ანდრიაძემ (125 კგ.).

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური შეხვედრები 18:15 საათიდან განახლდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები