წყალბურთი

 2018/16/07 18:49

წყალბურთი
ევროპის ჩემპიონატი უნგრეთთან მარცხით დავიწყეთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული გუნდი, ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში,  ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტსა და მსოფლიო წყალბურთის გრანდს, უნგრეთს დაუპირისპირდა და  ანგარიშით – 5:12 დამარცხდა. უნგრეთის ნაკრები 7-გზის ოლიმპიური, 12-გზის ევროპისა და 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია. საქართველო კი, მხოლოდ მესამედ ასპარეზობს მსგავსი სახის ტურნირზე.

შეხვედრა რევაზ ჩომახიძის გუნდმა კარგად დაიწყო და ბექა ქავთარაძის გოლით, დავწინაურდით კიდეც. მაგრამ უნგრელებმა მალევე შეძლეს წინ გასვლა და  საქართველოს ნაკრები მუდმივად მდევრის როლში იყო. ამის მიუხედავად, უძლიერეს მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლეთ და ბოლო პერიოდის წინ, მხოლოდ სამი ბურთის სხვაობით ვმარცხდებოდით. ბოლო პერიოდში კი, ქართველ წყალბურთელებს დაღლილობაც დაეტყოთ და უნგრელებმაც გაილაღეს. 

საბოლოოდ, 5:12 უნგრეთის ნაკრების სასარგებლოდ. აღსანიშნავია, აქამდე, უნგრელებთან გამართულ ხუთ დაპირისპირებაში, საქართველოს ნაკრებს რვა  ბურთზე ნაკლები სხვაობით არ ჰქონდა წაგებული და ამ შედეგის გაუმჯობესება დღევანდელ შეხვედრაში მოვახერხეთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, გატანილი გოლებით, თავი დამირ ცრეპულიამ (2), ბექა ქავთარაძემ, ანდრია ბითაძემ და ზუკა რურუამ გამოიჩინეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები