ბერძნულ-რომაული

 2019/14/04 21:19

ბერძნულ-რომაული
ევროპის ჩემპიონატი ოქროს მედლის გარეშე დავასრულეთ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ბუქარესტში ქართული ჰიმნი ვერ ავაჟღარეთ. რუმინეთის დედაქალაქში გამართულ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ქართულ დელეგაცია ოქროს მედლის გარეშე დარჩა. ტურნირის დასკვნით დღეს, ევროპის ჩემპიონობის შანსი ლაშა გობაძეს (82 კგ) ჰქონდა, მაგრამ დანიის სახელით მოასპარეზე რომან ბისულტანოვთან დამარცხდა. 

ლაშამ მთელი ტურნირი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და  განსაკუთრებით ნახევარფინალში, საოცარი ილეთებიც შემოგვთავაზა,მაგრამ ფინალში ბისულტანოვს ვერაფერი მოუხერხა. 

საბოლოოდ, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა, თავისუფლების მსგავსად, ასპარეზობა ოქროს მედლის გარეშე დაასრულეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები