ლეგიონერები

 2019/09/08 20:39

ლეგიონერები
ევროპაში ქართველები აქეს...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაკო გვილიას ლეგია ბერძნულ ათრომიტოსს დაუპირისპირდა.

პირველი მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონელების მწვრთნელმა, ალექსანდრ ვუკოვიჩმა კომენტარი გააკეთა:

– გვილია ლეგიას ლიდერია. მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია კლუბისთვის სარგებლის მოტანა. სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას ვაკოს იქ ვაყენებ, სადაც ყველაზე ძალიან გვიჭირს,

შეგახსენებთ, ათრომიტოსისა და ლეგიას განმეორებითი მატჩი 15 აგვისტოს გაიმართება.

*** 

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, შვეიცარიული ლუცერნი ესპანიოლს შეხვდა.

ოთარ კაკაბაძის გუნდი საკუთარ კედლებში განადგურდა (0:3). ჩვენებურმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და ადგილობრივ მედიას თუ დავუჯერებთ, დამარცხებული გუნდის რიგებში ყველაზე აქტიური იყო.

– ამ თამაშიდან ქართველი ოთარ კაკაბაძისა და მარვინ შულცის გამორჩევა შეიძლება. ოთარ კაკაბაძეს ესპანიოლთან გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ კარგად ვერ დაარტყა წერს sport.ch

შეგახსენებთ, განმეორებითი მატჩი ესპანეთში, 15 აგვისტოს, „კორნელია-ელ პრატის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები