ევროთასები

 2018/28/04 18:08

ევროთასები
ევროლიგა 2017/18 – შეჯამება ოთხთა ფინალამდე
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დასრულდა ევროლიგის 2017/18 წლების რეგულარული სეზონი და ფლეი-ოფის შეხვედრები. გასამართი მხოლოდ ოთხთა ფინალია. გთავაზობთ, ჩემპიონატის შეჯამებას ფინალურ ეტაპამდე:

 გუნდები

ჩემპიონატში 9 ქვეყნის 16-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 11 მათგანი პირდაპირ მოხვდა. ერთი ევროთასიდან კვალიფიცირდა, ოთხმა კი უმაღლესი ადგილი დაიკავა ABA ლიგაში, VTB-ს გაერთიანებულ ლიგიში, გერმანიასა და ესპანეთში.

ბროზემ გერმანიის ბუნდესლიგა მოიგო, ცრვენა ზვეზდამ კი – ABA ლიგა. VTB-ს გაერთიანებული ლიგიდან ხიმკი მოხვდა. ევროთასი უნიკახამ მოიგო, ესპანეთის ჩემპიონატი კი ვალენსიამ. 

საბოლოოდ, ევროლიგაზე შემდეგი 16 გუნდი მოხვდა: ანადოლუ ეფესი (თურქეთი), მილანი (იტალია), ბროზე ბამბერგი (გერმანია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), ცსკა (რუსეთი), ბარსელონა (ესპანეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), ხიმკი (რუსეთი), ბასკონია (ესპანეთი), მაკაბი (ისრაელი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), რეალი (ესპანეთი), უნიკახა (ესპანეთი), ვალენსია (ესპანეთი), ჟალგირისი (ლიტვა).

 მწვრთნელების ცვლილება 

ბარსელონა – ესპანელებს გიორგიოს ბარძოკასი წვრთნიდა, რომელიც სეზონის დაწყებამდე, 2017 წლის 7 ივნისს გაუშვეს. მის მაგივრად, 16 ივნისს, სიტო  ალონსო მოიყვანეს.

ბასკონია – ბარსელონას ახალი მწვრთნელი, სიტო ალონსო, სწორედ ბასკონიას წვრთნიდა, რომელიც ასევე სეზონის დაწყებამდე, 16 ივნისს წავიდა. მისი შემცვლელი იმ დღესვე მოიძებნა, პაბლო პრიჯიონის სახით.

ვალენსია – ესპანელების მთავარ მწვრთნელს, პედრო მარტინესს, სეზონის დაწყებამდე კონტრაქტი დაუმთავრდა, მან გუნდი 20 ივნისს დატოვა. ის უმალ შეცვალა ხესუს ვიდორეტამ.

მაკაბი – ისრაელის წარმომადგენლებს აინარს ბაგატსკისი წვრთნიდა, რომელიც ასევე სეზონის დაწყებამდე გაუშვეს. ეს ყველაფერი 16 მაისს მოხდა, ხოლო 26 ივნისს ის ნევენ სპაჰიამ შეცვალა. 

მილანი – იტალიელებს იასპერ რეპეშა წვრთნიდა. კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მან გუნდი სეზონის დაწყებამდე, 3 ივნისს დატოვა. მის პოსტზე კი, 26 ივნისს, სიმონე პიანიჯანი მოვიდა.

ხიმკი – დუსკო ივანოვიჩი 29 ივნისს გაუშვეს გუნდიდან, მის მაგივრად კი გიორგიოს ბარძოკასი მოვიდა.

ცრვენა ზვეზდა – უკანასკნელი მწვრთნელი, რომელიც სეზონის დაწყებამდე გაუშვეს, დეიან რადონიჩია. მას კონტრაქტი 15 ივლისს დაუმთავრდა. 21-ში კი მისი ადგილი დუსან ალიმპიევიჩმა დაიკავა.

ბასკონია – არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, დაკავებული პოსტიდან პაბლო პრიჯიონი გადადგა. ეს ყველაფერი 25 ოქტომბერს მოხდა, 27-ში კი პედრო მარტინესმა ჩაიბარა ესპანური კლუბი.

ანადოლუ ეფესი – გუნდიდან ასევე გაუშვეს ეფესის მწვრთნელი, ველიმერ პერასოვიჩი. მან კლუბი 16 დეკემბერს დატოვა, 18 დეკემბერს კი ერგინ ატამანი მოვიდა.

ბარსელონა – ესპანელთა იმედები ვერ გაამართლა სიტო ალონსომ. ის გუნდიდან 4 თებერვალს გაუშვეს. 9 თებერვალს კი სვეტისლავ პესიჩი მოვიდა. 

ბროზე ბამბერგი – უკანასკნელად მწვრთნელი გერმანელებმა გამოიცვალეს. 19 თებერვალს გუნდიდან ანდრეა ტრინკიერი გაუშვეს. 4 მარტს კი  გუნდს სათავეში ლუკა ბაკი ჩაუდგა.

 რეგულარული სეზონი

რეგულარული სეზონი 2017 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო და 2018 წლის 6 აპრილს დასრულდა. ფლეი-ოფში 8 გუნდი გავიდა, მათი სია კი ასეთია:

1. ცსკა; 2. ფენერბაჰჩე; 3. ოლიმპიაკოსი; 4. პანათინაიკოსი; 5. რეალი; 6. ჟალგირისი; 7. ბასკონია; 8. ხიმკი.

ფლეი-ოფი

ფლეი-ოფში ერთმანეთს: ცსკა - ხიმკი, პანათინაიკოსი - რეალი, ფენერბაჰჩე - ბასკონია და ოლიმპიაკოსი - ჟალგირისი დაუპირისპირდნენ. ოთხივე წყვილში, გუნდებმა, 3:1 იმარჯვეს. ოთხთა ფინალში კი ცსკა, რეალი, ფენერბაჰჩე და ჟალგირისი გავიდნენ.

 დასწრება

დასწრების მხრივ, ჟალგირისი გამოირჩა. მათ თამაშებზე, საშუალოდ, 13,560 გულშემატკივარი მიდიოდა. 

შემდეგია პანათინაიკოსი, საშუალოდ, 13,005 გულშემატკივარი. 

მესამე კი ფენერბაჰჩეა. საშუალოდ, 11,566 გულშემატკივარი.

 თვის საუკეთესო მოთამაშე

ოქტომბერი: ლუკა დონჩიჩი (რეალი)

ნოემბერი: ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი)

დეკემბერი: პაულიუს იანკუნასი (ჟალგირისი)

იანვარი: ნანდო დე კოლო (ცსკა)

თებერვალი: ალექსეი შვედი (ხიმკი)

მარტი: თორნიკე შენგელია (ბასკონია)

 ინდივიდუალური სტატისტიკა

რეიტინგი:

  1. ლუკა დონჩიჩი (რეალი) – 31 თამაში, საშუალოდ 21,81.
  2. ალექსეი შვედი (ხიმკი) – 34 თამაში, საშუალოდ 20,38.
  3. ნანდო დე კოლო (ცსკა) – 30 თამაში, საშუალოდ 19,83.

ქულები:

  1. ალექსეი შვედი (ხიმკი) – 34 თამაში, 740 ქულა, საშუალოდ 21,76.
  2. ნანდო დე კოლო (ცსკა) – 30 თამაში, 508 ქულა, საშუალოდ 16,93.
  3. ნემანია ნედოვიჩი (უნიკახა) – 24 თამაში, 404 ქულა, საშუალოდ 16,83.

მოხსნები:

  1. ჯეიმს ოგუსტინი (უნიკახა) – 29 თამაში, 194 მოხსნა, საშუალოდ 6,69.
  2. არტურას გუდაიტისი (ჟალგირისი) – 29 თამაში, 183 მოხსნა, საშუალოდ 6,31.
  3. თორნიკე შენგელია (ბასკონია) – 33 თამაში, 200 მოხსნა, საშუალოდ 6,06.

პასი:

  1. ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) – 31 თამაში, 249 პასი, საშუალოდ 8,03.
  2. ტომას ეურტელი (ბარსელონა) – 30 თამაში, 193 პასი, საშუალოდ 6,43.
  3. კევინ პანგოში (ჟალგირისი) – 34 თამაში, 204 პასი, საშუალოდ 6.

სხვა სტატისტიკები:

ჩაჭრები – ნიკ კალატესი (პანათინაიკოსი) – 31 თამაში, საშუალოდ 1,74.

ბლოკი – ბრაიან დანსტონი (ანადოლუ ეფესი) – 30 თამაში, საშუალოდ 1,73.

დაკარგვა – ვასილის სპანულისი (ოლიმპიაკოსი) – 23 თამაში, საშუალოდ 3,46.

ჯარიმა მოთამაშეზე – ალექსეი შვედი (ცსკა) – 34 თამაში, საშუალოდ 6,03.

წუთები – ალექსეი შვედი (ცსკა) – 34 თამაში, საშუალოდ 32:12.

ორქულიანების % – აჰმეტ დიუვერიოღლუ (ფენერბაჰჩე) – 25 თამაში, საშუალოდ 68,8 %.

სამქულიანების % – იოანეს ვოიტმანი (ბასკონია) – 34 თამაში, საშუალოდ 57,7 %.

საჯარიმოების % – ჯეისი ქეროლი (რეალი) – 34 თამაში, საშუალოდ 97,8 %.

 რეკორდები

უდიდესი საშინაო გამარჯვება: ვალენსია – უნიკახა 91:53 (27 ოქტომბერი)

უდიდესი საგარეო გამარჯვება: მილანი – ჟალგირისი 62:94 (9 ნოემბერი)

უმაღლესი ქულათა რაოდენობა მატჩში: მილანი – მაკაბი 102:111 (26 იანვარი)

უმაღლესი დასწრება მატჩში: 18,243; პანათინაიკოსი – რეალი  (19 აპრილი)

უდაბლესი დასწრება მატჩში: 1,920; ანადოლუ ეფესი – ბარსელონა 83:107 (29 მარტი)

 

ოთხთა ფინალი ბელგრადში, სტარკ არენაზე გაიმართება და 18 მაისს დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები