ესპანეთი

 2019/15/05 22:20

ესპანეთი
ესპანეთში აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ლა ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი იაგო ასპასი გახდა. 

სელტას შემტევმა 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. 

მიმდინარე სეზონში 31 წლის ესპანელმა 26 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები