ლეგიონერები

 2018/01/04 15:23

ლეგიონერები
ესბიერგმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
ავტორი
ლუკა ახალაძე

დღეს დანიის რანგით მეორე დივიზიონში XXV ტურის რამოდენიმე მატჩი გაიმართა. ერთ-ერთ დაპირისპირებაში ერთმანეთის წინაშე ესბიერგი და ნიკობინგი წარსდგნენ. შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა - ლაშა პარუნაშილის გუნდმა მეტოქე 5:2 დაამარცხა.

რაც შეეხება უშუალოდ ქართველ ფეხბურთელს, ის სათადარიგოთა შორის იყო და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. წინა ტურშიც ექს-დინამოელი მხოლოდ განაცხადში მოვხედრით "დაკმაყოფილდა". კარგი დრო არც ესბიერგს უდგას. ჯონ ლამერსის გუნდი გათამაშების ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, თუმცა ლიდერთა სამუელთან ახლოს არიან და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნების შანსი ჯერ არ დაუკარგავთ.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები