ლეგიონერები

 2018/17/05 08:58

ლეგიონერები
ესბიერგის მორიგი გამარჯვება
ავტორი
ლუკა ახალაძე

დანიის რანგით მეორე ლიგაში, ლაშა პარუნაშვილის ესბიერგი სკივესს ესტურმა. ქართველის გუნდმა მასპინძლები მინიმალური სხვაობით დაამარცხა (0:1) და სამი ქულის აღებაც შეძლო. ერთადერთი გოლის ავტორი ანდერს დრეიერი გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა. 

ამ გამარჯვების შემდეგ, ესბიერგს 59 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილი გარანტირებული აქვს. პირველ ადგილზე მყოფ ვეილე ბოლდკლუბთან კი მხოლოდ სამი ქულა აშორებს. 

რაც შეეხება ლაშა პარუნაშვილს, სკივესთან დაპირისპირებაში, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი დაჰყო მოედანზე.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები