ეროვნული ლიგა

 2018/03/04 15:48

ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა: დერბების დღე
ავტორი
ირაკლი გოგავა

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური ორი მატჩით გაიხსნება. ორივე დერბია – ქვემოქართლური და თბილისური.

 

4 აპრილი. 16:00

სიონი-რუსთავი

თბილისი. მიხეილ მესხი 2

არბიტრი: გ. ყრუაშვილი; ასისტენტები: გ. ელიკაშვილი, ზ. ფიფია; მეოთხე მსაჯი: ი. ხერხაძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი დათუნაიშვილი (სიონი);

მიხეილ მესხის სტადიონი ორივე გუნდისთვის ნაცნობია, რადგან საკუთარი არენების არარსებობის გამო, თითქმის, ყველა გუნდი ვაკეში თამაშობს და რომელია მასპინძელი, ამ მხრივ, რთული წარმოსადგენია.

ორივე გუნდი წელს გადმოვიდა ეროვნულ ლიგაში და ორივემ სხვადასხვა მიზანი დაისახა. რუსთაველებს უფრო ამბიციური გეგმები აქვთ, მაგრამ დასამახსოვრებელი, ჯერ მხოლოდ, თბილისის დინამოსთან მოგება გვიჩვენეს, რის შემდეგაც ზედიზედ სამჯერ დამარცხდნენ.

ბოლნისელებს მოკრძალებული გეგმები აქვთ. ელიტაში ადგილის შენარჩუნება და ამისთვის ქულების შეგროვება უკვე დაიწყეს, მაგრამ არც განიავებაზე ამბობენ უარს.

მოკლედ, დერბიში ქულების დაკარგვა არავის სურს...

ბოლნისელები გიორგი დათუნაიშვილს მოისაკლისებენ, რომელმაც ოთხ ტურში სამი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და ერთი მატჩით არის დისკვალიფიცირებული.

 

4 აპრილი.  19:00

საბურთალო-ლოკომოტივი

თბილისი. მიხეილ მესხი

არბიტრი: . ნინუა; ასისტენტებ: . ვარამიშვილი, . მენთეშაშვილი; მეოთხე მსაჯი: . ვარდიძე

დისკვალიფიკაცია: გიორგი გაბაძე (ლოკომოტივი)

გასულ სეზონში ორივე გუნდი ევროსაგზურისთვის ეცილებოდა ერთმანეთს  და ამ ბრძოლაში საბურთალომ მოიგო, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაუყარა საჩხერის ჩიხურას მიერ თასის მოგებამ.

საბურთალო წელსაც უკეთ გამოიყურება – გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ოთხიდან ოთხი მოგება აქვს და  საჩემპიონო რბოლაში ხმამაღალ განცხადებას აკეთებს.

განსხვავებულ შედეგს აჩვენებს ლაშა ჭაღიაშვილის გუნდი, რომელმაც ოთხ ტურში მხოლოდ ქულა აიღო. ასე თუ გაგრძელდა, ლოკოს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევს ბრძოლა.

დისკვალიფიცირებულია გიორგი გაბაძე, რომელიც წინა ტურში მოედნიდან გააძევეს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები