ესპანეთი

 2019/17/09 10:44

ესპანეთი
ერნესტო ვალვერდე: შესაძლოა, მესიმ დორტმუნდთან ითამაშოს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგა იწყება. პირველი ტურის გამორჩეული შეხვედრა  „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართება და დორტმუნდის ბორუსია კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. 

გავრცელებული ხმების თანახმად, ლიონელ მესი დორტმუნდთან შეხვედრაში მონაწილოებას ვერ მიიღებდა, მაგრამ ერნესტო ვალვერდემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისთვის მოულოდნელად, არგენტინელი თავს კარგად გრძნობს, საწვრთნელ პროცესშიც მონაწილეობს და არაა გამორიცხული, მოედანზე ვიხილოთ. 

– რამდენიმე დღის წინ, თითქმის გადაწყვეტილი გვქონდა, რომ  ლეო  დორტმუნდთან ვერ ითამაშებდა, მაგრამ ბოლო ვარჯიში მან სრული დატვირთვით ჩაატარა. თავს კარგად გრძნობს და ხვალ ვნახავთ – თუ შეძლებს, ითამაშებს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები