ევროტურნირები

 2019/11/04 04:08

ევროტურნირები
ერნესტო ვალვერდე: თქვენც კარგად გახსოვთ, რა გააკეთა მანჩესტერმა პარიზში
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონას მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხების შემდეგ, კომენტარი გააკეთა. 

– თუ ბარსელონას აქამდე „ოლდ ტრაფორდზე“ მოგებული არ ჰქონდა, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სტადიონზე წარმატების მიღწევა ურთულესია. 2-0 რომ მოგვეგო, თავს მშვიდად ვერ ვიგრძნობდით, რადგან თქვენც კარგად გახსოვთ, რა გააკეთა მანჩესტერმა პარიზში– აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, „წითელი ეშმაკები“ „ბლაუგრანასთან“ ლუკ შოუს ავტოგოლით დამარცხდნენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები