ინგლისი

 2019/14/09 13:02

ინგლისი
ერიქსენი რეალისგან ზარს ელოდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კრისტიან ერიქსენმა, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, ტოტენჰემის ყველა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. დანიელი რეალისგან ზარს ელოდება. 27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ელოდება და ლონდონურ კლუბში კარიერის გაგრძელება არ სურს.

მისი ტრანსფერის თაობაზე, მადრიდის რეალი ინგლისელებს დაუკავშირდა, თუმცა, ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. შესაბამისად, ერიქსენი კვლავ ტოტენჰემშია და ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში 4-ჯერ ითამაშა და გოლიც გაიტანა.

კლუბებს შორის საუბარი გასულ წელსაც გაიმართა, როდესაც დანიელ ლევიმ ფეხბურთელში 120 მილიონი მოითხოვა. წელს უკვე, კლუბმა ფეხბურთელი თავად შესთავაზა, მაგრამ ზინედინ ზიდანის პოლ პოგბასადმი ინტერესი დიდი იყო, ამიტომ დანიელს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს.

იანვარში ერიქსენი მზად იქნება ნებისმიერ კლუბს გაესაუბროს. ტოტენჰემში სჯერათ, რომ მათი ფეხბურთელი კარიერას მადრიდში გააგრძელებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები