ინგლისი

 2019/13/09 19:31

ინგლისი
ერიკსენს რეალი სურდა. ტოტენჰემი ახალ კონტრაქტს ამზადებს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ტოტენჰემის ხელმძღვანელები კრისტიან ერიკსენის შენარჩუნებას ცდილობენ.

„დეზებმა“ დანიელ ნახევარმცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს. როგორც ცნობილია, ხელშეკრულება 5-წლიანი იქნება და ის წელიწადში ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ბრიტანული მედიის ცნობით, 27 წლის მოთამაშის პასუხი ამ დრომდე უცნობია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერიკსენის გადაბირება მადრიდის რეალსა და სხვა ევროპულ გრანდებს სურდათ.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები