ესპანეთი

 2019/20/08 20:43

ესპანეთი
ერიკსენი თანახმაა, რეალი და ბარსელონა უარზე!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

დანიელი ფეხბურთელი, კრისტიან ერიკსენი, საბოლოოდ ჩამოყალიბდა და გადაწყვიტა, რომ ტოტენჰემის დატოვება მიმდინარე სატრანსფერო ბაზრის პერიოდში უნდა. 

ESPN-ის ჟურნალისტის თქმით, ის მზადაა, რეალის, იუვენტუსისა და ბარსელონას ხელმძღვანელების შეთავაზებები მიიღოს, თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული კლუბები 27 წლის ნახევარმცველის ყიდვას არც კი განიხილავენ. 

სატრანსფერო ბაზრის საწყის ეტაპზე „სამეფო კლუბის“ ინტერესი დიდი იყო. ზინედინ ზიდანი კრისტიანის გადაბირებას აპირებდა, მაგრამ ფრანგი მწვრთნელი ამ დრომდე პოლ პოგბაზე „ოცნებობს“. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები