ევროტურნირები

 2019/09/05 02:18

ევროტურნირები
ერიკ ტენ ჰააგი: ეს სეზონი აიაქსისთვის, ყველა შემთხვევაში ისტორიულია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში ლონდონის ტოტენჰემთან დრამატულ შეხვედრაში დამარცხების შემდეგ, ამსტერდამული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰააგმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა. 

– ისინი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. 2:2-ზეც გვქონდა კარგი შანსები, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მომენტების გამოყენება ვერ მოვახერხეთ. მეორე ნახევარში შევეცადეთ, თამაში ჩაგვეკეტა, მაგრამ არ გამოვიდა. სიტყვებს ვერ ვპოულობ. 

ეს სეზონი აიაქსისთვის მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვიყავით, ჰოლანდიის თასი მოვიგეთ და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძვით. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები