თავისუფალი

 2018/10/06 21:31

თავისუფალი
ერთი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ავტორი
ნინო ახობაძე

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო საფინალო დღეს, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ვერცხლის მედალს ირაკლი მწითური (92კგ.) დაეუფლა. ფინალში ის აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს თეიმურაზ ვანიშვილმა (61კგ.) და ავთანდილ კენჭაძემ (74კგ.) ვანიშვილმა უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი 7-2 დაამარცხა. კენჭაძემ კი, 12-1 სძლია გერმანელ იოჰან სტეინფორტს.

საბოლოო ჯამში, ჩვენი ნაკრების ანგარიშზე 1 ვერცლის და 5 ბრინჯაოს მედალია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები