6 ერი

 2019/02/02 02:17

6 ერი
ექვსი ერი საოცარი შეხვედრით დაიწყო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

2019 წლის ექვსი ერის გათამაშება საფრანგეთისა და უელსის დაპირისპირებით გაიხსნა.

მასპინძლებმა შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყეს. მე-5 წუთზე, ლუი პიკამოლმა მეტოქის დაცვაში სივრცე იპოვა და პირველი ლელოც დადო. ცუდი ამინდის გამო, პარამ მარტივი გარდასახვა ვერ გაიტანა. 22-ე წუთზე იოან უჟემ მორიგი ლელო დადო, მაგრამ პარამ გარდასახვა ისევ ვერ გაიტანა. ტაიმის მიწურულისკენ კამილ ლოპეზმა ჯერ ჯარიმა, ხოლო შემდეგ არეკნი გაიტანა და საფრანგეთი შესვენებაზე 16:0-ით გავიდა.

უელსელები ურთულესი ამოცანის წინაშე დადგნენ, რომელიც წარმატებით შეასრულეს. თომოს უილიამსმა ერთი ლელო გაქვითა, გარდასახვა გარეთ ენსკომბმა ზუსტად შეასრულა. ჯერი ჯორჯ ნორთზე დადგა, ვინც 51-ე წუთზე კურიოზული ლელო დადო. მან ფრანგთა შეცდომით ისარგებლა და ჩამორჩენა შეამცირა. ენსკომბმა ისევ გაიტანა – 14:16. 

ფრანგებს უელსელების შეჩერება უჭირდათ, რომლებმაც ლიდერობა 62-ე წუთზე, დენ ბიგარის ჯარიმით მოიპოვეს. 6 წუთში კამილ ლოპეზს მორიგი არეკნით ლიდერობის დაბრუნება შეეძლო, თუმცა, უშედეგოდ. ამის მიიუხედავად, მანვე ერთ წუთში ჯარიმა გაიტანა – 19:17. საბოლოო ანგარიში ჯორჯ ნორთმა დააფიქსირა, ვინც მორიგი ლელო დადო, ხოლო დენ დიგარმა წარმატებით გარდასახა და უელსმა პირველი მძიმე გამარჯვება მოიპოვა – 24:19.

6 ერის მორიგი მატჩები 2 თებერვალს გაიმართება. 18:15 საათზე შოტლანდია იტალიას მიიღებს, ხოლო 20:45 საათზე ირლანდია ინგლისს დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები