ლეგიონერები

 2019/19/07 16:53

ლეგიონერები
ექსკლუზივი: საქართველოს ნაკრების წევრი ყატარის ვიცე-ჩემპიონში ითამაშებს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი, აკაკი დვალიშვილი, კარიერას ყატარულ ალ არაბში გააგრძელებს.

28 წლის ცენტრი ქუთაისის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და მასთან ერთად, ბოლო ორ სეზონში სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონიც გახდა და სეზონის საუკეთესო მოთამაშის გამოკითხვაში ორივეჯერ მეორე ადგილი დაიკავა. ამასთან, გასულ წელს საშუალოდ 16.5 ქულა, 8.4 მოხსნა და 21.7 სარგებლობის კოეფიციენტი ჰქონდა. 

დვალიშვილს რუსთავში, თსსუ-ში, შსს აკადემიაში, ოლიმპსა და ბათუმში უთამაშია. ასევე ძალები ესპანეთსა და რუსეთშიც მოსინჯა. 

ალ არაბი მისთვის ახალი გამოწვევაა. გუნდი, რომელიც ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. 1952 წელს დოჰაში დაარსებული კლუბი ქვეყნის ჩემპიონატის 9-გზის გამარჯვებულია. ბოლო ჩემპიონობა ორი წლის წინ იზეიმეს, ხოლო გასულ სეზონში ფინალში დამარცხდნენ. ქართველი ცენტრი ალ არაბიში 1 სეზონით დარჩება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები