სხვადასხვა

 2019/11/07 23:16

სხვადასხვა
ენგორდანის მწვრთნელი: სწრაფმა გოლმა გეგმები აგვირია
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის დინამოსთან განადგურების შემდეგ, ენგორდანის მთავარმა მწვრთნელმა, ფელიპე ბუსტომ, მატჩი შეაფასა. 

– მატჩისთვის კარგად ვემზადებოდით და კარგი გეგმაც გვქონდა, მაგრამ სწრაფმა გოლმა გეგმები აგვირია. გუნდი საერთოდ მოიშალა და დიდი ანგარიშით დავმარცხდით. განმეორებით შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩავატარებთ და შევეცდებით, ღირსეული თამაში ვაჩვენოთ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები