სუმო

 2019/07/07 12:34

სუმო
ტოჩინოშინმა მარცხით დაიწყო
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტოჩინოშინისთვის ენდო ისევ უხერხულ მეტოქედ რჩება. ნაგოია ბაშოს პირველ დღეს, ქართველი ოძეკი მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, მეორე მაეგაშირა ენდოს დაუპირისპირდა და უვატედაშინაგეს ილეთით დამარცხდა. 

ლევანს დაბალი ტაჩიაი ჰქონდა და სამწუხაროდ ვერ მოახერხა მავაშში კარგი ჩავლების აღება, რის შემდეგაც  ენდომ კარგად დაიქნია მეტოქე და ურთიერთშეხვედრებში მეექვსე მარცხი აწვნია. 

ხვალ, ჩვენებურის მეტოქე მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები