ლეგიონერები

 2019/08/02 01:37

ლეგიონერები
ემპოლის მარცხი და მჭედლიძის 3 წუთი
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურის შეხვედრაში, რომის ლაციომ ლევან მჭედლიძის ემპოლის უმასპინძლა.

შეხვედრა მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით (1:0) დასრულდა. ერთადერთი გოლი შეხვედრის პირველ ნახევარში გავიდა. 42-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ეკვადორელმა ფეხბურთელმა, ფილიპე კაისედომ  გაიტანა და ლაციოს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოაპოვებინა. შეხვედრის უკანასკნელ წუთზე მატჩში ჩაერთო ლევან მჭედლიძე. მისთვის ეს დრო თავის გამოსაჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა. 

ლაციო ამ გამარჯვრბით 48 ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა. ემპოლი კი, 18 ქულით, მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონასთან ქულა აშორებს.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები