თავისუფალი

 2018/05/07 21:15

თავისუფალი
ელიზბარ ოდიკაძე „ბალავაძის“ ტურნირის გამარჯვებულია
ავტორი
ნინო ახობაძე

თბილისის სპორტის სასახლეში „ბალავაძე-კარტოზიას“ საერთაშორისო ტურნირი დასრულდა.

ბოლო საფინალო დღეს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალია.

97 კგ.-ში, ოქროს მედლისთვის ფინალური შეხვედრა ქართული გამოდგა. ერთმანეთს ელიზბარ ოდიკაძე და გივი მაჭარაშვილი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება ოდიკაძემ მოიპოვა, მაჭარაშვილი კი, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალური შეხვედრა დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა საბა ჩიხრაძეც (86 კგ.). მისი მეტოქე თურქი ფატიჰ ერდიმი გახლდათ.

ჯამში, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მონაპოვარი ასეთია: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები