საფრანგეთი

 2019/18/08 15:36

საფრანგეთი
ედინსონ კავანი MLS-ში ითამაშებს!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ედისონ კავანი კარიერას ინტერ მაიამიში გააგრძელებს.

32 წლის ურუგვაელმა ამერიკულ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეათანხმა. საგულისხმოა, რომ კლუბის მფლობელთა სიაში დევიდ ბექჰემიცაა, რომელმაც განაცხადა, რომ მაიამის წარმომადგენლები MLS-ში ასპარეზობას 2020 წელს დაიწყებენ.

პსჟ-ს შემტევს პარიზელებთან კონტრაქტი სწორედ 2020 წელს ეწურება. კავანი ფრანგულ გრანდში 2013 წელს, ნაპოლიდან გადავიდა. მას შემდეგ 281 მატჩი ჩაატარა და 194 გოლი გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები