ინგლისი

 2019/11/04 03:57

ინგლისი
ედენ აზარი ჩელსის ქომაგებს აიმედებს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

ესპანური მედია ხშირად წერს, რომ ედენ აზარი ზაფხულში რეალში გადავა. ბევრი მიიჩნევს, რომ ბელგიელი შემტევი ოცნებას აიხდენს და თეთრ ფორმას მოირგებს. თავად კი ჩელსის ქომაგებს არწმუნებს, რომ არსად წასვლას გეგმავს. 

  გულშემატკივრებს მინდა მივმართო, რომ ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩელსისკენაა და მსურს, წარმატებას ამ კლუბთან ერთად მივაღწიო. ვნახოთ, რა იქნება მომავალში,  აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, მის სანაცვლოდ, „ბლანკოსი“ 85 მილიონს იხდის, მაგრამ „არისტოკრატებს“ 115 მილიონი უნდათ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები