ლეგიონერები

 2019/15/04 14:36

ლეგიონერები
ებრალიძის დებიუტი შედგა, არაბიძე განაცხადს მიღმა დარჩა
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 29-ე ტურის მატჩში, გიორგი არაბიძის და ავთო ებრალიძის ნასიონალი ბოავიშტას ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1:0 დამარცხდა.

ამ შეხვედრაში ნასიონალის შემადგენლობაში ებრალიძის დებიუტი შედგა. ქართველმა ნახევარმცველმა თამაში სასტარტოდან დაიწყო, 69-ე წუთზე კი, ვიტით ჩანაცვლდა. განაცხადს მიღმა დარჩა არაბიძე, რომელმაც ავეშთან საშინაო შეხვედრა სასტარტოდან დაიწყო.

ნასიონალი 27 ქულით, მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონაში იმყოფება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები