ძიუდო

 2019/12/09 19:28

ძიუდო
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონი გახდა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ძიუდოს ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიგო.

მან ფინალში იტალიელი სილვია პერიტერი იპონით დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, დღეს ვაჟებში გიორგი თუთაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. ჩვენებურმა ფინალში მოლდოველ ადილ ოსმანოვს იპონით სძლია.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები