მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/11/06 00:41

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
E ჯგუფი: სერბეთი რუსეთისკენ საქართველომ გააცილა
ავტორი
ირაკლი გოგავა

სერბეთი

17 ივნისი

16:00 კოსტა-რიკა - სერბეთი

22 ივნისი

22:00 სერბეთი - შვეიცარია

27 ივნისი

22:00 სერბეთი - ბრაზილია

 

სერბეთის ფეხბურთის ფედერაცია 1919 წელს დაარსდა. ფიფას წევრი კი, 1923 წლიდან არის.

ფიფას რეიტინგში 35-ე ადგილზეა. პირველი მატჩი ჩეხოსლოვაკიასთან – 0:7 წააგო.

ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი (103) დეიან სტანკოვიჩსა და ბრანისლავ ივანოვიჩს უთამაშიათ. ეს უკანასკნელი, ძალიან დიდი ალბათობით, 17 ივნისს, 104-ედ მოირგებს ნაკრების მაისურს და  სტანკოვიჩის რეკორდსაც გააუმჯობესებს.

სერბეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, 38 გოლით, სტეფან ბობეკია.

ის ყოფილი იუგოსლავიის სამართალმემკვიდრეა და მისი ტიტულები ეთვლება. მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი 1930 წელს დააფიქსირა – მე-3 ადგილი.

ევროპის ჩემპიონატზე კი, საუკეთესო შედეგი ფინალისტობაა 1964 და 1968 წლებში.

სერბების გზა რუსეთამდე კარგად გვახსოვს. ბალკანელები საქართველოს ნაკრების ჯგუფში იყვნენ და ფინალის საგზური სწორედ ჩვენებთან საშინაო გამარჯვებისას მოიპოვეს. საქართველოს გარდა, მეტოქეებად – ირლანდიის, უელსის, ავსტრიისა და მოლდოვის ნაკრებები ჰყავდა.

სერბეთის ნაკრებს  მლადენ კრსტაიჩი წვრთნის. დიახ, ეს სწორედ ის კრსტაიჩია, რომელიც წლების განმავლობაში, შალკეს ღირსებას იცავდა, ლევან კობიაშვილთან ერთად.

 

კრსტაიჩი ახალგაზრდა სპეციალისტია, რომლისთვისაც სერბეთის ნაკრების მწვრთნელობა პირველი სამსახურია. 

საინტერესოა, რომ შესარჩევ ეტაპზე, სადაც გუნდმა წარმატებას მიაღწია, მწვრთნელი სლავოლიბ მუსლინი თავკაცობდა, რომელიც შემდეგ, გაურკვეველ მიზეზთა გამო გაათავისუფლეს.

სერბთა მთავარი ვარსკვლავი ნემანია მატიჩი გახლავთ, რომელიც პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მანჩესტერის ღირსებას იცავს. ტექნიკა, ძლიერი დარტყმა, მოედნის კარგი ხედვა – ეს თვისებები ახასიათებს.

კრტაიჩმა რუსეთში შემდეგი 23 ფეხბურთელი წაიყვანა: 

 

მეკარეები: ვლადიმირ სტოიკოვიჩი (პარტიზანი), პრედრაგ რაიკოვიჩი (მაკაბი), მარკო დმიტროვიჩი (ეიბარი);

მცველები: ალეკსანდრ კოლაროვი (რომა), ანტონიო რუკავინა (ვილიარეალი), მილან როდიჩი (ცრვენა ზვეზდა), ბრანისლავ ივანოვიჩი (ზენიტი), უროშ სპაიჩი (კრასნოდარი), მილოშ ველკოვიჩი (ვერდერი), დუშკო ტოშიჩი (გუანჯოუ ფული), ნიკოლა მილენკოვიჩი (ფიორენტინა);

ნახევარმცველები: ნემანია მატიჩი (მანჩესტერი), ლუკა მილივოევიჩი (კრისტალ პალასი), მარკო გრუიჩი (კარდიფი), დუშან ტადიჩი (საუთჰემპტონი), ანდრია ჟივკოვიჩი (ბენფიკა), ფილიპ კოსტიჩი (ჰამბურგი), ნემანია რადონიჩი (ცრვენა ზვეზდა), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო), ადემ ლიაიჩი (ტორინო);

თავდამსხმელები: ალეკსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), ალეკსანდარ პრიოვიჩი (პაოკი), ლუკა იოვიჩი (აინტრახტი).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები