მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/11/06 00:38

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
E ჯგუფი: სენსაციების მოყვარულნი
ავტორი
ირაკლი გოგავა

კოსტა-რიკა

17 ივნისი

16:00 კოსტა-რიკა - სერბეთი

22 ივნისი

16:00 ბრაზილია - კოსტა-რიკა

27 ივნისი

22:00 შვეიცარია - კოსტა-რიკა

კოსტა-რიკის ფეხბურთის ფედერაცია 1921 წელს დაარსდა, თუმცა, ფიფას წევრი 1927 წელს გახდა. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის წარმომადგენლების ადგილი რეიტინგში საკმაოდ შთამბეჭდავია   ისინი 25-ე საფეხურზე არიან.

კოსტა-რიკის ეროვნულმა გუნდმა პირველი მატჩი 1921 წელს ელ სალვადორთან გამართა და 8:0 მოიგო. ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი ვალტერ კენტენოს აქვს ჩატარებული (137), ხოლო ყველაზე მეტი გოლი როლანდო ფონსეკას ანგარიშზეა (47).

ჩრდილოეთ ამერიკელები კონკაკაფის ჩემპიონები 3-ჯერ გახდნენ (1963, 1969, 1989) და მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელიც წინა მუნდიალზე დააფიქსირეს. 

კოსტა-რიკამ რუსეთამდე გზა კარგად გაიარა. ის კონკაკაფის შესარჩევ ეტაპზე მექსიკის, პანამის, ჰონდურასის, ამერიკისა და ტრინიდადი და ტობაგოს ნაკრებებთან მოხვდა და მე-2 ადგილი დაიკავა. 

ჩრდილოეთ ამერიკელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 5-ჯერ მოხვდა, პირველად 1990 წელს. კოსტა-რიკელებმა საუკეთსო შედეგი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დააფიქსირეს – მეოთხედფინალში გავიდნენ და 11-მეტრიანების სერიაში ჰოლანდიასთან დამარცხდნენ. საერთოდაც, წინა ჩემპიონატზე კოსტა-რიკამ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

კოსტა-რიკის ნაკრების თავკაცი ოსკარ რამირესი გახლავთ. 53 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდს 2015 წლის აგვისტოდან წვრთნის. მანამდე ის ალახუელენსეს თავკაცი გახლდათ. აღნიშნულ გუნდთან ერთად, მან 2014 წელს ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.

კოსტა-რიკელთა მთავარ ძალად კეილორ ნავასი მიიჩნევა. ის ბოლო 3 წელია მადრიდის რეალის კარს იცავს და სამეფო გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც გახლავთ.

ოსკარ რამირესი რუსეთში შემდეგი 23-კაციანი შემადგენლობით მიდის:

მეკარეები: კეილორ ნავასი (რეალი), პატრიკ პემბერტონი (ალახუელენსე), ლეონელ მორეირა (ჰერედიანო);

მცველები: კრისტიან გამბოა (სელტიკი), იან სმიტი (ნორჩეპინგი), რონალდ მატარიტა (ნიუ იორკი), ბრაიან ოვიედო (სანდერლენდი), ოსკარ დუარტე (ესპანიოლი), ჯანკარლო გონსალესი (ბოლონია), ფრანსისკო კალვო (მინესოტა), კენდალ ვასტონი (ვანკუვერი), ჯონი აკოსტა (აგილასი);

ნახევარმცველები: დავიდ გუზმანი (პორტლენდი), იელსტინ ტეხედა (ლოზანა), სელსო ბორხესი (დეპორტივო), რანდალ აზოფეიფა (ჰერედიანო), როდნეი უოლასი (ნიუ იორკი), ბრაიან რუისი (სპორტინგი), დანიელ კოლინდრესი, კრისტიან ბოლანოსი (ორივე საპრისა);

თავდამსხმელები: იოჰან ვენეგასი (საპრისა), ჟოელ კემპბელი (ბეტისი), მარკო ურენა (ლოს ანჯელესი).

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები