ლეგიონერები

 2018/01/04 17:59

ლეგიონერები
დვალის საგოლე პასი პოლონეთში
ავტორი
ლუკა ახალაძე

გუშინ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ტურის ბოლო მატჩები გაიმართა, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. გიორგი მერებაშვილის გუნდმა სამი ქულის აღება შეძლო, ხოლო ლაშა დვალმა გამარჯვებასთან ერთად საგოლე პასითაც გამოიჩინა თავი - 59-ე წუთზე ადამ ფრაჟშაკს თავით კარგად დაუგდო ბურთი და მანაც ანგარიში 2:0 გახადა.

საბოლოო ანგარიში პოგონისა და შლიონსკის დაპირისპირებაში 3:2 დაფიქსირდა. შტეტინელებისთვის ეს ზედიზედ მეორე გამარჯვება იყო, რის შედეგადაც გასავრადნ ზონას დააღწიეს თავი.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები