სხვადასხვა

 2018/22/10 20:28

სხვადასხვა
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი დელტამ მოიგო
ავტორი
სულხან არჯევანიძე

დღეს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს დელტა და შსს აკადემია-ტიტები დაუპირისპირდნენ. 

მარნეულელებმა ჯგუფური ეტაპი კარგად ჩაატარეს. მათ თსუ-ჰიუნდაი, დინამო და რუსთავი დაამარცხეს, ხოლო ბოლოადგილოსან ბათუმთან დამარცხდნენ.

შსს აკადემია-ტიტებსაც მსგავსი მაჩვენებელი ჰქონდა. მგზავრებთან მარცხის მიუხედავად, ქუთაისი, ოლიმპი და კაკტუსი დაამარცხეს.

ფინალი დაძაბული გამოდგა. დელტამ პირველი მეოთხედი 17:20 წააგო, თუმცა, დარჩენილი დრო მათი უპირატესობითა და გამარჯვებით დასრულდა. მარნეულის წარმომადგენლებმა მეორე მეოთხედი კარგად ჩაატარეს, 26:17 მოიგეს და სადავეები ხელთ იგდეს. დარჩენილ ათწუთეულებში 20:17 და 22:21 იმარჯვეს, რითაც ტიტულს დაეუფლნენ. 

დელტას მხრიდან, საუკეთესო ბექა ბექაური იყო, ვინც 21 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. 

შსს აკადემია-ტიტებს კი, 19 ქულით, დენიელ აფჩერჩიმ ულიდერა. 12 ქულა და 9 მოხსნა ილია ლონდარიძის ანგარიშზეა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები