სხვადასხვა

 2019/15/04 18:10

სხვადასხვა
დრამა ბულგარეთში – გოლის ავტორის პროვოკაციას ფანებმა უპასუხეს (VIDEO)
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბულგარეთში, ლევსკისა და ლუდოგორეცის შეხვედრაში, ქაოსი მძვინვარებდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, კოსმინ მოტის პენალტით, სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ.

პრინციპულ შეხვედრაში გატანილი გოლი რუმინელმა მეტოქე გუნდის ფანების წინ აღნიშნა, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. რამდენიმე მათგანი მოედანზე შეჭრას ლამობდა, თუმცა, დაცვამ შეაჩერა.

34 წლის მცველმა ამ საქციელისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი პოლიციის ესკორტის თანხლებით დატოვა. ერთ-ერთი ფანი კი გვირაბის სახურავზე დადგა და მის ჩანგრევას ცდილობდა, რაც გამოუვიდა კიდეც. 

საბოლოოდ, ანგარიში შენარჩუნდა და ლუდოგორეცმა პირველი ადგილი შეინარჩუნა. 

 


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები