სხვადასხვა

 2019/04/08 18:34

სხვადასხვა
დინამოსთან მატჩამდე. ფეინოორდი წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისის დინამო ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს, როტერდამის ფეინოორდს დაუპირისპირდება. დინამოსთან მატჩამდე ფეინოორდმა ერედივიზიონის პირველი ტურის მატჩი თანაქალაქელ სპარტასთან ჩაატარა და მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა. 

სპარტა მატჩს ორჯერ იგებდა და მატჩის დასრულებამდე წამებიღა რჩებოდა, როდესაც სემ ლარსონმა ფეინოორდს ქულა გადაურჩინა. საბოლოოდ, ფრე – 2:2. 

შეგახსენებთ, ფეინოორდისა და თბილისის დინამოს შეხვედრა როტერდამში, 8 აგვისტოს გაიმართება. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები