სხვადასხვა

 2019/11/07 22:54

სხვადასხვა
დინამომ ენგორდანი გაანადგურა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დინამო თბილისი-ენგორდანი 6:0 

დინამო არენა.თბილისი 

1:0 ნინუა (6) 2:0 კუხიანიძე (21) 3:0 ქავთარაძე (61) 4:0 კუტალია (69პ) 5:0 კუხიანიძე (71) 6:0 ზარია (81) 

დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, ქიმაძე, ნინუა, კუხიანიძე (75.ქარდავა), პაპავა (57.ზარია), შენგელია (63.დაფე), ქავთარაძე, კუტალია. 

ენგორდანი: კოკა, აგუერო, ბრიტო, ვარელა, დეივისი, ბოუჰარმა, სპანო, ლაბორდა (71.პეპე), სერა, გომესი (90.მანეირო), ლაფონტი (85.გუიდა). 

გაფრთხილება: ბოუჰარმა (5) ვარელა (66) კუტალია (71) სპანო (71) ზარია (79) პეპე (85). 

უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში თბილისის დინამომ ანდორას ენგორდანს უმასპინძლა და შეიძლება ითქვას, მეტოქეს გადაუარა. ფელის ვისენტეს გუნდი უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქე 6:0 გაანადგურა. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დინამომ ლამაზი, სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა, რაც ქართველ გულშემატკივარს ძალიან მოსწონს. შეხვედრაში ანგარიში მეხუთე წუთზე გაიხსნა. ნიკა ნინუამ საჯარიმო დარტყმა იდეალურად შეასრულა. ანდორელთა მეკარემ ბურთს ხელი მიარტყა, მაგრამ დაჭერა ვერ მოახერხა და ის მისი კარის ბადეში აღმოჩნდა. დინამომ შეტევები გააგრძელა და ლამაზი გოლების წვიმაც წამოვიდა. შეხვედრის 21-ე წუთზე  შორი მანძილიდან გიორგი კუხიანიძემ გაისროლა და დინამოს მაისურით, თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. 

მეორე ნახევარი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და მათ შემტევს, მორგან ლაფონტს, კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ენგორდანის ფორვარდმა კარგად ვერ დაარტყა. ამის შემდეგ, დინამო „დაიქოქა“. 61 წუთზე ნოდარ ქავთარაძემ შეძლო გატანა. მატჩის 69-ე წუთზე კი, ლევან კუტალიამ პენალტი იდეალურად შეასრულა.

71-ე და 81-ე წუთებზე კი, გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ზარიამ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, 6:0 დინამოს სასარგებლოდ. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები