ეროვნული ლიგა

 2019/29/08 23:03

ეროვნული ლიგა
დინამომ დილა სარკეში ჩაახედა!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

საქართველოს ჩემპიონატის 26-ე ტურში თბილისის დინამო გორის დილას დაუპირისპირდა და 5:0 გაანადგურა.

მატჩის მე-13 წუთზე ლევან კუტალიამ დედაქალაქელები დააწინაურა. პირველ ტაიმში საბოლოო ანგარიში ქავთარაძემ დააფიქსირა (2:0). მეორე ნახევარში სტუმრები „მოიშალნენ“ და კიდევ 3 გოლი მიიღეს.

კუტალიამ დუბლი გაიფორმა (57). შულაიამ 87-ე წუთზე კარიკარის საგოლე გადაცემა გამოიყენა, 1 წუთში კი, განელმა თავად გაიტანა (5:0).



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები