სხვადასხვა

 2018/22/09 21:44

სხვადასხვა
დინამო საბერძნეთშიც განადგურდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის მეორე შეხვედრაში, ბერძნულმა არისმა თბილისის დინამო მიიღო. სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა არისმა 90:64 მოიგო და ფაქტობრივად, შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა გადაწყვიტა. არც დღევანდელი შეხვედრა გამოდგა მარტივი და დინამოელები 54:92 განადგურდნენ.

მეტოქე გუნდი, კვლავ, პერიმეტრიდან ყოჩაღობდა და 16 სამქულიანი ჩაგვიგდო. ამის ფონზე არც ყველა მეოთხედის მოგება გასჭირვებიათ.

დინამომ პირველი ტაიმი 32:49, ხოლო მეორე 22:43 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები