სხვადასხვა

 2019/15/08 22:23

სხვადასხვა
დინამო ევროპა ლიგას ღირსეული თამაშით დაემშვიდობა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დინამო თბილისი-ფეინოორდი 1:1

თბილისი. დინამო არენა

1:0 შენგელია (52) 1:1 ბოტენგინი (57) 

დინამო თბილისი: პერალესი, რუხაია, მონხილი, მეჯუბი, კობოური (37.შიშკა), ქარდავა, შენგელია, პაპავა, ქიმაძე (80.აზაროვი), ნინუა, ქავთარაძე (69.იაშვილი).

ფეინოორდი: ვერმერი, ჰაპსი (70.მალასია), ვან დერ ჰეიდენი, ნარსინგი, ბერგისი (79.ბენისი), ლარსონი, ტაპია (70.კელი), კოკჩუ, ბოტეგინი, ბარგერი, გეტრუიდა. 

გაფრთხილება: გეტრუიდა (30) პაპავა (44) ქავთარაძე (45) ბერგისი (45) შიშკა (58).

თბილისის დინამომ ყველას დაუმტკიცა, რომ  ევროპული ფეხბურთის ისეთ გრანდთან, როგორიც ფეინოორდია ფეხბურთის თამაში შეუძლია. უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში თბილისის დინამომ როტერდამის ფეინოორდს უმასპინძლა და ფრეს დასჯერდა – 1:1.

პირველი შეხვედრა ფეინოორდს საკუთარ მოედანზე 4:0 ჰქონდა მოგებული და დღევანდელ შეხვედრაში დიდად თავს არ იკლავდა. თბილისის დინამოს კი, დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თავის მაქსიმუმს ცდილობდა. ჩისკო მუნიოსის გუნდს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დინამოს შემტევებს საშემსრულებლო ოსტატობა აკლდებოდათ.  ბაქარ ქარდავა მეკარესთან პირისპირ დარჩა და აუცილებლად გატანა მართებდა, თუმცა, წაქცეულ მეკარეს ბურთი ვერ ააცილა. გუჯა რუხიას ფლანგურ გადაცემას კი, ნოდარ ქავთარაძე ვერ შეწვდა. 

მეორე ტაიმი დინამოსთვის კარგად დაიწყო. ნოდარ ქავთარაძის პასის შემდეგ, დინამოს ლიდერმა და გამორჩეულმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

დღევანდელ შეხვედრაში ფეინოორდს ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა და სამწუხაროდ, გოლით დასრულდა. თავი ბოტენგინმა გამოიჩინა.

მატჩის ბოლო წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. დინამო მეტს ცდილობდა, მაგრამ  მომენტების შექმნა უჭირდა. 

საბოლოოდ, ფრე, 1:1 და დინამო ევროპა ლიგას ღირსეული თამაშით დაემშვიდობა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები