ეროვნული ლიგა

 2019/20/08 19:32

ეროვნული ლიგა
დინამო ეროვნულ ლიგას მნიშვნელოვანი გამარჯვებით დაუბრუნდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ტორპედო ქუთაისი-დინამო თბილისი 0:1 

26 მაისი. წყალტუბო

0:1 კუტალია (29) 

ტორპედო ქუთაისი: კვასხვაძე, მაჩაიძე (83.იონანიძე), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ტაბატაძე, ცეცხლაძე (69.მოსიაშვილი), ფონიავა, ჩეკურა, დოლიძე (70.ჩოგაძე), ციცქიშვილი, კაპანაძე.

დინამო თბილისი: პერალესი, იაშვილი, მეჯუბი, მონხილი, ქიმაძე, პაპავა, ნინუა (79.შიშკა), შენგელია, კუხიანიძე (53.შულაია), ქავთარაძე (60.ქარდავა), კუტალია. 

გაფრთხილება: პაპავა (51) ხურცილავა (74) შიშკა (85). 

 

ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, მიმდინარე სეზონში ევროსარბეილზე მოასპარეზე სხვა ქართულ კლუბებთან შედარებით, ყველაზე დამაჯერებელი ფეხბურთის მოთამაშე თბილისის დინამო ეროვნულ ჩემპიონატს პრინციპული გამარჯვებით დაუბრუნდა.  CRYSTALBET  ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში ქუთაისის ტორპედომ წყალტუბოში თბილისის დინამოს უმასპინძლა და მისი ყოფილი ფეხბურთელების კარგი გარჯის ხარჯზე, 0:1 დამარცხდა. 

შეხვედრა ქუთაისელებმა აქტიურად დაიწყეს. განსაკუთრებით, ტორპედოელთა ნიგერიელი მცველი რაფაელ ჩეკურა აქტიურობდა, მაგრამ რეალური მომენტის შექმნა ჭირდა. 

ტორპედო ბურთს უფრო მეტად აკონტროლებდა, მაგრამ დინამოს სწრაფი შეტევები გაცილებით სახიფათო იყო. ეს გასაგებიცაა, ამ ეტაპზე თბილისის დინამოს შემტევებს გაცილებით მაღალი კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა აქვთ. შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის 29-ე წუთზე გავიდა. ნოდარ ქავთარაძის პასის შემდეგ, ტორპედოს ცენტრალური მცველები უხეშად შეცდნენ. ლევან კუტალია ტორპედოს საჯარიმოში აბსოლუტურად უმეთვალყურეოდ აღმოჩნდა და ექსტორპედოელსაც ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ტაიმის მიწურულს, დინამოს ანგარიშის გაზრდის საშუალებაც ჰქონდა, მაგრამ კუტალიამ ეგოისტურად ითამაშა, თავადვე დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა ბურთი როინ კვასხვაძის კარს. 

მეორე ნახევარი სანახაობრივი თვალსაზრისით, არცთუ კარგი გამოდგა. ქუთაისის ტორპედოში არსებული მძიმე ვითარება დღევანდელი მატჩის სანახაობრივ მხარესაც დაეტყო. ბოლო პერიოდში ამ გუნდების მონაწილეობით, გაცილებით ლამაზი მატჩები იყო. მეორე ტაიმში, შეიძლება ითქვას, მცირე უპირატესობა კახა ჩხეტიანის ფეხბურთელებს ჰქონდათ და თორნიკე კაპანაძეს გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მატჩში აღარაფერი შეცვლილა. 

საბოლოოდ, 1:0 და თბილისის დინამომ სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები