სხვადასხვა

 2018/20/09 21:21

სხვადასხვა
დინამო არისთან შერცხვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველ შეხვედრაში, თბილისის დინამომ ბერძნული არისი მიიღო. შეხვედრა სტუმართა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათივე მარტივი გამარჯვებით დასრულდა – 90:64.

ბერძნებმა უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ და 7:0 დაწინაურდნენ. საწყის წუთებში მასპინძლები მხოლოდ საჯარიმოდან იღებდნენ ქულებს, თუმცა, შემდეგ მოუმატეს და სხვაობის შემცირება დაიწყეს. ჩამორჩენა 4 ქულამდეც შემცირდა, მაგრამ არისმა მოუმატა და პირველი პერიოდი 9 ქულით მოიგო – 24:15. მეორე ათწუთეულში განსხვავებული არაფერი მომხდარა. სტუმრები სხვაობის გაზრდას, მასპინძლები კი, მის შემცირებას ლამობდნენ. საბოლოოდ, ჩამორჩენამ 17 ქულას მიაღწია, მაგრამ უკანასკნელ წუთებში დინამომ 7 ჩააგდო, არისმა მხოლოდ ორი და პირველი ტაიმი 47:35 მორჩა.

მასპინძლებმა რაიმეს შეცვლა ვერც მესამე მეოთხედში შეძლეს. ჩამორჩენა 10 ქულამდეც აღარ ჩამოსულა, პირიქით, უფრო იზრდებოდა. არისმა სამიანებს უმატა და 20 ქულიდან 12 პერიმეტრიდან ჩააგდო, ჩვენ კი, ექვსი მცდელობიდან ვერც ერთი გამოვიყენეთ და მეოთხე მეოთხედის წინ, ანგარიში 48:67 იყო. უკანასკნელი ათწუთეული შედარებით სანახაობრივი იყო. გუნდებმა ერთმანეთის ფარი პერიმეტრიდან აიკლეს და ჯამში, 9 სამიანი ჩავარდა. ასევე, ყველაზე დიდი სხვაობა (31) დაფიქსირდა, რომლის შემცირება მაინც მოხერხდა და საბოლოოდ, საქართველოს ჩემპიონმა 26 ქულით წააგო – 64:90.

განმეორებითი შეხვედრა 22 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები