სხვადასხვა

 2019/04/07 23:34

სხვადასხვა
დინამო ანდორულ გუნდს დაუპირისპირდება
ავტორი
სულხან არჯევანიძე

თბილისის დინამოს მეტოქე გაირკვა. ენგორდანმა ლა ფიორიტა 2:1 დაამარცხა და მორიგ ეტაპზე გავიდა.

ანდორულმა კლუბმა სტუმრად 1:0 იმარჯვა და განმეორებითი მატჩის წინ, დიდი უპირატესობა შეიქმნა. ენგორდანმა საშინაო შეხვედრა კარგად დაიწყო და მე-17 წუთზე ზუგიჩის გოლით დაწინაურდა. სან მარინოელებმა 78-ე წუთზე კოკას ავტოგოლით გაათანაბრეს და იმედები ჩაესახათ, თუმცა, 4 წუთში გასპერონის ავტოგოლით, მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ და ანგარიშიც შეინარჩუნეს – 2:1.

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამოს მეტოქე სწორედ ენგორდანი იქნება. პირველი შეხვედრა 11 ივლისს, ხოლო განმეორებითი 18 ივლისს გაიმართება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები