ფეხბურთი

 2019/11/02 16:47

ფეხბურთი
დილამ პირველი სპარინგ მატჩისთვის რეპეტიცია გაიარა
ავტორი
ზაქრო გალუსტაშვილი

მოგეხსენებათ, გორის დილა თურქეთის ქალაქ სიდეში პირველ ამხანაგურ შეხვედრას დღეს, 18:00 საათზე, ყაზახურ ატირაუსთან გამართავს.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, კიდევ ერთი სპარინგი შედგა. დილას თურქეთში 10 ლეგიონერი შეუერთდა, მათ ყაზახებმა გუნდის დუბლშემადგენლობა დაუპირისპირეს. შეხვედრა ატირაუს მინიმალური გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლი ხორვატმა მცველმა, ივიცა ზუნიჩმა, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები