ევროტურნირები

 2018/26/04 07:34

ევროტურნირები
დიეგო სიმიონე: იოზილს მოედნის წარმოუდგენელი ხედვა აქვს
ავტორი
ტატო ნიკურაძე

დიეგო სიმიონე: „მას შემდეგ, რაც მადრიდში ჩამოვედი, ატლეტიკომ დიდი პროგრესი განიცადა. კრიტიკა უკვე დავძლიეთ. ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ. მჯერა, შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთის თავისუფლად თამაში იმ სტადიონზე, რომელზეც არსენალი ძალიან ძლიერია.

არსენ ვენგერი შესანიშნავი მწვრთნელია. ის დიდი დრო, რაც მან არსენალში გაატარა შესანიშნავია. მისი თავკაცობით არსენალი საოცარ ფეხბურთს თამაშობს.

მესუთ იოზილს საოცარი ხედვა აქვს. ის გუნდის დირიჟორია. შეუძლია საოცარი სისწრაფე და სიმწვავე შესძინოს ლონდონელთა შეტევებს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები